თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა, სპეციალური სტენდით თელავში იყო წარმოდგენილი.
საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გასცნობოდა თსუ-ის სასწავლო, სამეცნიერო და გაცვლით პროგრამებს.
მსურველებმა თსუ-ს მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის: იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში; სახალისო შემეცნებით-გასართობ ქიმიურ ცდებსა და ბიოლოგიურ აქტივობებში; შემეცნებით-გასართობ თამაშში „სითი-გეიმი“; ვიქტორინებში ისტორიასა და გეოგრაფიაში.
ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებთან ერთად დაესწრო.